ბიზნეს რეიტინგი1

რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სუს-ი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნასა და მათი მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შექმნილ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ უპასუხისმგებლო ინტერპრეტაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ფლობს ინფორმაციას მსგავსი ტიპის აქტივობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით და ატარებს შესაბამის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. აღიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

 

მსგავსი ტიპის ინფორმაციის მტკიცებითი  ფორმით გავრცელება, ერთი მხრივ, ემსახურება საზოგადოების ნაწილში შიშისა და პანიკის დათესვას და მეორე მხრივ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც პირდაპირ შედის მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებში.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აფიქსირებს მზადყოფნას, სახელმწიფო უსაფრთოხების საკითხებთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას მაქსიმალურად ითანამშრომლოს მედიასთან,“ —  ნათქვამია სუს-ის  ინფორმაციაში.

(Visited 4 times, 1 visits today)

Comment here