მთავარიპოლიტიკა

,, გირჩი» ,,ოცნებას» მოუწოდებს, დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუჩერონ

პარტია «გირჩი» «ქართულ ოცნებას» მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

«ქართული ოცნება» ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს სწორედ ამიტომ ოცნების ხელისუფლებამ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ უნდა შეუჩერონ

მმართველი პარტია, საკამათო არჩევნების ჩატარებაზე მთავარი პასუხისმგებელია. ლოგიკურია, რომ მომეტებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც მას ეკისრება. ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ჩვენს კოლეგებს «ქართული ოცნებიდან» ვთხოვოთ, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისთვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები გაიაზრონ, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ, მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ რისკების გააზრებით მივიდეთ»- ნათქვამია ,,გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, თუ კი «ქართული ოცნება»კოლეგებს უფლებამოსილებას მაინც შეუწყვეტს, პარტიის მხრიდან ეს აღიქმება, როგორც  «ქართული ოცნების» მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილება და «გირჩის» მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს».

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here