მთავარიპოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე — მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროზე განიხილოს მანდატების თემა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებას მოუწოდებს დროზე განიხილონ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი და დასვან წერტილი.

 

მისივე თქმით, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უცვლელია.

 

“გასაგებია, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა არ იცვლება. კონსტრუქციულობაზე და კომპრომისზე საუბარი ზედმეტია, როგორც ჩანს. “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიცია არის უცვლელი კვლავ ამ პრინციპულ საკითხზე ვდგავართ იგივე პოზიციაზე და რა თქმა უნდა, არანაირ შესვლა-გამოსვლის საკითხზე არ არის საუბარი და პირიქით, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, დროზე განიხილონ მანდატების თემა და დაესვას წერტილი. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია და აღარ იქნება ამდენი საუბარი შედის თუ არ შედის და სპეკულაციები და ჭორები და ა.შ. მიიღონ გადაწყვეტილება და დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით”, — განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

ამასთან, ჩიხლაძის თქმით, საერთო ოპოზიციური შეხვედრა, სავარაუდოდ, ამ კვირაში შედგება.

 

“რევოლუციური სცენარი ჩვენს არც ერთ შეხვედრაზე არ განხილულა. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება ხანდახან აქციებს რევოლუციას უთანაბრებს — ეს არასწორია. აქციები დიახაც იქნება ისევე, როგორც არის ყველა დემოკრატიულ, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში. დღესაც არის აქცია კონკრეტულ საკითხზე და ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუციაზე მივდივართ”, — აღნიშნა ჩიხლაძემ.

 

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here