საზოგადოება

twitter-მა ირანის სასულიერო ლიდერის ანგარიში დაბლოკა

მიზეზად დონალდ ტრამპის მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამოქვეყნება სახელდება.

«შურისძიება გარდაუვალია. სოლეიმანის მკვლელს და მას, ვინც მისი მოკვლა უბრძანა, გადახდა მოუწევთ» — წერდა ირანის სულიერი ლიდერის მიკრობლოგზე twitter-ში.

აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ქასემ სოლეიმანის მკვლელობას არც დაივიწყებს და არც არავის აპატიებს. twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას თან დონალდ ტრამპის ფოტოსურათი ახლდა, სადაც ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გოლფს თამაშობს, თავზე კი სამხედრო თვითმფრინავის ან უპილოტო საფრენი აპარატის ჩრდილი იყო გამოსახული.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here