მთავარიმსოფლიო

ნორვეგია კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო კარანტინის რეჟიმს ამკაცრებს

კორონავირუსის ახალი, ე.წ.ბრიტანული შტამით ინფიცირების გამო, დღეიდან ნორვეგიაში კარანტინის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება, — ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოსლოსა და კიდევ ცხრა მუნიციპალიტეტში სავაჭრო ცენტრები და არააუცილებელი პროდუქციის მაღაზიები 1-ელ თებერვლამდე დაიხურება. ღია დარჩება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები. გამკაცრებული შეზღუდვების ფარგლებში სპორტული ღონისძიებები შეწყდება, დაიხურება რესტორნები და სკოლებში სწავლა, უმეტესად, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

ცნობისათვის, დღემდე ნორვეგიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის 55 შემთხვევაა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 72 000 მოქალაქე ვაქცინის პირველი დოზა, 1 900-მა კი — მეორე დოზაც მიიღო. ნორვეგიაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 5.4 მილიონს შეადგენს, კორონავირუსის 60 565 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 544 ადამიანი.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here