მთავარიპოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭრები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციისკენ საპროტესტო აქცია მსვლელობა იმართება. საპროტესტო მსვლელობას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭრები მართავენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ.

ავტოკოლონები რესპუბლიკის მოედნიდან ათონელის რეზიდენციისკენ უკვე დაიძვრნენ.

„ხშირ შემთხვევაში კი არ არის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დამაზიანებელი, ყველა მისი განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ჩვენ აქ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმ ქალბატონის მიმართ, რომელიც დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ვინაიდან ის არავის აურჩევია საქართველოს პრეზიდენტად. დღეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი თავს იწონებს სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ქართველი გმირები და ჯარისკაცები დაადანაშაულა სამხედრო აგრესიაში და ამ განცხადებას დღესაც იყენებს რუსეთი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი ყველა განცხადება ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მიმართულებით არის სკანდალის მიზეზი“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here