სამართალი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ სალერნოში 31 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სოლარიუმში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად. მიმდინარეობდა ძებნა.

ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოლარიუმი, სადაც მამაკაცის ცხედარი იპოვეს, არ ფუნქციონირებდა. როგორ შეაღწია მამაკაცმა დახურულ დაწესებულებაში და რა გახდა სავარაუდო სუიციდის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here