აქტუალური თემამთავარიპოლიტიკა

რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება — ვაშაძე

დღეს სტრასბურგის სასამართლომ, გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, — ამის შესახებ «სტრატეგია აღმაშენებლის» ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვაშაძე Facebook-ზე წერს, რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ დანაშაულზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სჩადიოდა.

«დღეს სტრასბურგის სასამართლომ, გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გილოცავთ მეგობრებო! ძალა ნამდვილად სიმართლეშია!», — წერს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის:  საქმეზე «საქართველო რუსეთის წინააღმდეგ» საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here