პოლიტიკარეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება — ნატო-ს ამგვარი სტრატეგია „ფეთქებადსაშიშია»

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრონატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათი ჩარევა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ფეთქბადსაშისია და რეგიონის ქვეყნების მეგობრებად და მტრებად დაყოფას ემსახურება.

„საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, თუ როგორი ფეთქებადსაშიშია ნატო-ს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ. დღეს ეს სტრატეგია დასავლური ალიანსის მიერ საქართველოსთან ერთად გამართულ რეგულარულ წვრთნებსა და თბილისის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება. 2008 წლის მოვლენები ბრწყინვალე შეხსენებას უნდა წარმოადგენდეს ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოსთან ფლირტს და დასავლეთის სამხედრო ბლოკში მის შეთრევას.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, ნატო-სთვის წმინდაა და ალიანსის ხელმძღვანელის სიტყვებით, მზადაა დაიცვას ეს ქვეყნები ნებისმიერი, თუნდაც წარმოსახვითი ხელყოფისაგან. სტოლტენბერგის ლოგიკით, არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ეჭვგარეშეა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას აკუთვნებს” — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სუვერენული სახელმწიფოს უფლების ეჭვქვეშ დაყენება, საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტოს, „თითქმის პროვოკაციაა“. მისი აზრით, რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე. „საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში — ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here