მთავარირეგიონისამართალი

ბუკნარში დაპირისპირება მოხდა

ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ბუკნარში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბესო ქათამაძემ ვასილ ჩიგოგიძეს ადგილობრივებისთვის დანაპირების შესრულება მოსთხოვა, საქმე ეხება სოფელში მეჩეთის მშენებლობას. „ქართული ოცნების“ ადგილზე მყოფმა წევრებმა ქათამაძეს პროვოკატორი უწოდეს.

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here