აქტუალური თემამთავარისაზოგადოებაჯანმრთელობა

საქართველო „კოვაქს პლატფორმიდან“ვაქცინის პირველ პარტიას მიიღებს — ტიკარაძე

,,კოვაქს პლატფორმიდან“ ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია დადასტურებული,რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა, – ამის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე  „ფაიზერის“ ვაქცინაზეა საუბარი.

„კოვაქს პლატფორმიდან“ ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია მიღებული, დადასტურებული,რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში, „ფაიზერის“ ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც, ამ შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ „ასტრაზენეკაზე“ ხელმისაწვდომობაც გაიუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here