მთავარიპოლიტიკა

რობერტ ო’ბრაიენი გიორგი გახარიას — აშშ მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რობერტ ო’ბრაიენი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

 

მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის პრემიერ-მინისტრთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.

 

„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.

 

შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში საქართველოს განუხრელ მონაწილეობას ავღანეთში. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად“, — აღნიშნულია მისალოც წერილში.

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მისალოც წერილს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here