ეკონომიკამთავარი

ირაკლი ყიფიანი — ლარის კურსის დასტაბილურება არაჯანსაღი ეკონომიკის პირობებში წარმოუდგენელია

ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია, კლების დინამიკაა, ინვესტიციები არ შემოდის და ფაქტობრივად ბიზნესს ნდობა აქვს დაკარგული ჩვენს ეკონომიკაზე. ეს კი პირდაპირი ანარეკლია ლარის კურსზე, — ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა «ჯორჯიან თაიმსთან» საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის კურსის დასტაბილურება შეუძლებელია, თუ ეკონომიკა ჯანსაღი არაა და ბიზნესს არ აქვს მომავლის დაგეგმვის საშუალება.

«თუ ეკონომიკა ჩამონგრეულია, ლარი ვერ იქნება მყარი. ლარის ასეთი რყევები ჩვენნაირი ეკონომიკისთვის თანმხლები ნაწილია, ვიდრე გვექნება ისეთი ტიპის დამოკიდებულებები, როგორიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს.

ქვეყნის ეკონომიკაში შემოვიდა 10 მილიარდი ლარი, რომელიც სწორედ უნდა მოხმარებოდა ბიზნესებს, სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებს, სოციალურ ჯგუფებს, რომ ადამიანები კრიზისის დროს არ გაკოტრებულიყვნენ. დღესდღეობით, უამრავი ქართული კომპანია გაკოტრების რისკის ქვეშაა და მათი რეაბილიტაციის შანსიც კი ქრება,»- განაცხადა ირაკლი ყიფიანმა «ჯორჯიან თაიმსთან».

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here