აქტუალური თემამთავარიპოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი — „პატრონ-კლიენტის“  შინაარსის  პარტიები საბოლოოდ აუცილებლად იშლებიან

ნაკლებად მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი სადმე წავიდა. მან ეს ადრეც გააკეთა. წავიდა და შემდეგ, როცა კრიზისი გაჩნდა “ქართულ ოცნებაში” ისევ დაბრუნდა  — ამის შესახებ   „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ოფიციალურად თანამდებობა ბიძინა ივანიშვილს, ის მაინც იქნება „ქართული ოცნების“ განსხეულება. „დანარჩენები, ვინც არიან პარტიაში, პოლიტიკოსები არ არიან და თუ პოლიტიკოსი არ ხარ,შენ პოლიტიკურ პარტიას ვერ მართავ და ვერ შეინარჩუნებ,“ — განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილის გარეშე დარჩენილ პარტიას ნებისმიერ შემთხვევაში პერსპექტივა ეკარგება. პარტიას მომავალი არ გააჩნია და სხვა წინამორბედი პარტიების მსგავსად დაშლის საფრთხის წინაშე დგება. „თუ ივანიშვილი ნამდვილად წავიდა, მაშინ მის წასვლასთან ერთად „ქართული ოცნებაც“ წავა. ამას სულ მალე დრო გვიჩვენებს. ივანიშვილის გარეშე პარტიას მომავალი არ აქვს, რადგან ქართულ რეალობაში ყოველთვის ასე ხდება. პარტიებს არ გააჩნიათ კონკრეტული იდეოლოგია და ხედვა. სახელისუფლებო პარტიისა და ამომრჩევლის დამოკიდებულება „პატრონ-კლიენტის“ ტიპის ურთიერთობაზეა დამყარებული. ასეთი პარტიები არჩევნების ერთხელ წაგების შემთხვევაში ვეღარაფერს ჰპირდებიან საზოგადოებას და ამომრჩევლის გარეშე რჩებიან.ასეთი პარტიები საბოლოოდ აუცილებლად იშლებიან,“ — აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

(Visited 4 times, 1 visits today)

Comment here