მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის კონგრესში სხდომა განახლდა

აშშ-ის კონგრესში სხდომა განახლდა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დღეს უნდა დაემტკიცებინა. აშშ-ის კონგრესის სხდომა ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გახსნა. პენსმა სიტყვით გამოსვლისას ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა დაგმო.

ვაშინგტონში კომენდანტის საათი უკვე მოქმედებს. „სიენენის“ ინფორმაციით, ქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ, კაპიტოლიუმის შენობის წინ მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა.

(Visited 2 times, 1 visits today)

Comment here