საზოგადოება

საქართველოს პირველი ტელევიზია 64 წლის გახდა

საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია. 1956 წლის 30 დეკემბერს, ზუსტად 64 წლის წინ, ფუნიკულიორზე, მთაწმინდის ანძასთან სადიქტორო სამაკეტო სტუდიიდან ქვეყნის ისტორიაში პირველ პირდაპირ ეთერს ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი უძღვებოდნენ.

ცისფერი ეკრანი, ზუსტად 20:00 საათზე აინთო. ტელეხედვის სტუდია, თავდაპირველად, დღეგამოშვებით მაუწყებლობდა. ათი წლის შემდეგ ტელევიზია ახალ მისამართზე, ანუ არსებულ შენობაში კოსტავას 68-ში გადმოვიდა. გაიზარდა მასშტაბები და დაფარვის არეალი. საინფორმაციო სამსახური არხზე 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. „უკანასკნელ ამბებს“ სახელწოდება 1968 წელს შეეცვალა და „მოამბე“ დაერქვა.

 

(Visited 4 times, 1 visits today)

Comment here