ეკონომიკატურიზმი

როდიდან აღდგება ტურიზმი საქართველოში

«თიბისი კაპიტალის» მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში განხილულია ეკონომკური აღდგენის საბაზო სცენარი, რომლის მიხედვით, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია — პირველი კვარტლიდან, ხოლო მასობრივი შედარებით მოგვიანებით დაიწყება.

ექსპერტების მოლოდინით, მე- 2 კვარტლის ბოლოდან საზღვრების ეტაპობრივი გახსნა იქნება შესაძლებელი, ასვე, ვაქცინაციასთან ერთად იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ვირუსი მოხდილი აქვს, ვირუსის ხელახალ სწრაფ გავრცელებას შეაფერხებს, თუმცა, მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ გაურკვევლობა და რისკები მაღალი რჩება. ესენია: ვირუსის ახალი შტამი, ვაქცინის ეფექტურობა, იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელი და ლოგისტიკური სირთულეები.

«სხვადასხვა პროგნოზებით გლობალურად საერთაშორისო ტურიზმის 2019 წლის დონეზე აღდგენა 2023-24 წლებშია ნავარაუდევი, თუმცა საქართველოს ტურიზმის სტრუქტურა შედარებით სწრაფად აღდგენის წინაპირობაა: მოკლე დისტანციებიდან და ავტომობილებით შემოსვლის მაღალი წილი, ბიზნეს მოგზაურობის დაბალი წილი, რუსეთის სანქციების მიუხედავად, პანდემიამდე არსებული მაღალი ზრდის ტემპი,» — აღნიშნულია «თიბისი კაპიტალის» მაკრო-სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, საბაზო სცენარით, 2021 წელს 4.6%-იანი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს საკმაოდ მაღალი — 7.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

(Visited 3 times, 1 visits today)

Comment here