მთავარიპოლიტიკა

«კანონებს ვერ მიიღებენ, სხვა მხრივ ლეგიტიმაცია აქვთ» — ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ერთ პარტიული პარლამენტი მიმზიდველი ნამდვილად არ არის.

როგორც პოლიტოლოგმა „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა, პარლამენტი სრულფასოვანი არ იქნება, თუმცა ლეგიტიმაციას შეინარჩუნებს.

„100 ხმა სჭირდება საკონსტიტუციო შესწორებებს, კანონპროექტების მიღებას კი არა.  ეს პარლამენტი რა თქმა უნდა სრულფასოვანი არ იქნება, მაგრამ ლეგიტიმაცია ექნება. როგორც კონსტიტუციაშია ნათქვამი, თუ უმრავლესობა შეიკრიბება, მაშინ შეუძლია დაიწყოს საქმიანობა და როგოც კი პარლამენტი ცნობს 2/3- 100 დეპუტატის უფლებამოსილებას, პარლამენტი ხდება სრულუფლებიანი. ამის შემდეგ დაიწყება სხვა პროცედურა. ოპოზიციას შეუძლია განაცხადოს, სამართლებრივად ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად უნდა დაწერონ განცხადებები და დატოვონ პარლამენტი. კანონებს ვერ მიიღებენ და სხვა მხრივ ლეგიტიმაცია აქვთ. თუმცა ერთ პარტიული პარლამენტი მიმზიდველი არ არის,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ„ჯორჯიან თაიმსთან“.

(Visited 1 times, 1 visits today)

Comment here